რატომ უნდა შევისწავლოთ კორეული ენა?
რატომ უნდა შევისწავლოთ კორეული ენა? პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ ნებიმიერი უცხო ენა რომელის შესწავლასაც გადაწყვეტთ დაგეხმარებათ ამ ქვეყნის კულტურის უკეთესად შეცნობაში, ახალი მეგობრების შეძენაში,კარიერულ წისვლაში და რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ის კვებავს ჩვენს ტვინს და ავარჯიშებს მას. ერთი ძალიან კარგი უცხოელი მეგობარი მყავდა რომელმაც ქართული შესანიშნავად იცის და მას ძალიან მოსწონდა ჩვენი გამონათქვამი „რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარ“ , რომანტიულიაო ასე ამბობდა. ადრე ,სიმართლე გითხრათ, როგორც ერთ ბანალურ ფრაზას ისე ვუყურებდი და კარგად ვერც ვიგებდი მის აზრს , ახლა როცა კორეულად შემიძლია მეტყველება,ვხვდები რომ ეგრეცაა, ენა რომელზეც საუბრობ თითქოს და ტრანსფორმაციას უკეთებს შენს პიროვნებას,როგორ მეტყველებ, როგორ აზროვნებ ,ხმის ტემბრიც კი გეცვლება. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან და თუ არ ხართ მაინც და მაინც დაინტერესებული კორეულით აირჩიეთ სხვა ნებისმიერი ენა რომელიც მოგწონთ და ნახეთ რამდენად მოიხიბლებით პროცესით,მთავარია დაი