რატომ უნდა შევისწავლოთ კორეული ენა?

 

რატომ უნდა შევისწავლოთ კორეული ენა?

 

კორეის დროშა



პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ ნებიმიერი უცხო ენა რომელის შესწავლასაც გადაწყვეტთ დაგეხმარებათ ამ ქვეყნის კულტურის უკეთესად შეცნობაში, ახალი მეგობრების შეძენაში,კარიერულ წისვლაში და რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ის კვებავს ჩვენს ტვინს და ავარჯიშებს მას.


ერთი ძალიან კარგი  უცხოელი მეგობარი მყავდა რომელმაც ქართული შესანიშნავად იცის და მას ძალიან მოსწონდა ჩვენი გამონათქვამი „რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარ“ , რომანტიულიაო ასე ამბობდა.


ადრე ,სიმართლე გითხრათ, როგორც ერთ ბანალურ ფრაზას ისე ვუყურებდი და კარგად ვერც ვიგებდი მის აზრს , ახლა როცა კორეულად შემიძლია მეტყველება,ვხვდები რომ ეგრეცაა, ენა რომელზეც საუბრობ თითქოს და ტრანსფორმაციას უკეთებს შენს პიროვნებას,როგორ მეტყველებ, როგორ აზროვნებ ,ხმის ტემბრიც კი გეცვლება.


 ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან და თუ არ ხართ მაინც და მაინც დაინტერესებული კორეულით აირჩიეთ სხვა ნებისმიერი ენა რომელიც მოგწონთ და ნახეთ რამდენად მოიხიბლებით პროცესით,მთავარია დაიწყოთ.


რა შეეხება კორელ ენას , უამრავი მიზეზია იმისთვის რომ აირჩიოთ სწორედ ის და მე შევეცდები რამდენიმე მათგანი ჩამოგითვალოთ:


  • პირველ რიგში კორეულს აქვს მსოფლიოში ყველაზე ლოგიკური დამწერლობა,რომელიც სწორედაც იმისთვის შეიქმნა, რომ მარტივი შესასწავლი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

კორეული ანბანი


  • კორეულ ენაში სხვა ენებისგან განსხვავებით ზმნა ძალიან მარტივია, რადგანაც მას არ გააჩნია პირი,რიცხვი და სქესი.

  • კორეულში შემოსულია ბევრი სიტყვა ინგლისურიდან, რაც კიდევ უფრო გაგიადვილებთ საქმეს.

  • კორეული ენა ჟღერს ძალიან ლამაზად,შეიძლება სუბიექტურად ჟღერდეს ,თუმცა მჯერა ვინც არ უნდა მოუსმინოს შეიგრძნობს მის  მელოდიურობას.გამოკვეთილ ,მკაცრ თანხმოვნებს რბილი ,ბუნებრივი ხმოვნები აბალანსებენ და ყურისთვის სასიამოვნო ჟღერადობას ქმნიან.

  • კორეული ენის შესწავლა მომავლისთვის ჩინურისა თუ იაპონურის შესწავლაშიც დაგეხმარებათ.

  • პოტენციური წვდომა გექნებათ მსოფლიოს მაშტაბით დაახლოებით 70 მილიონ ადამიანთან,რომელთა მშობლიური ენა კორეულია. ეს ხალხი თავისი მეგობრული ხასიათითა და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით არიან გამორჩეულები, სცადეთ მხოლოდ მიესალმოთ მათ თავიანთ ენაზე და შედეგით თავადვე გაოცდებით.


სამსუნგი

  • კორეული ენის შესწავლა მომავლისთვის მზადყოფნაშიც დაგეხმარებათ,მსოფლიო დონის კორეული კომპანიები ცოტაოდენი მორცხვობით, მაგრამ ნამდვილად გამოწვევას უწყობენ მსოფლიოს.ქვეყნის უმსხვილესი კომპანია Samsung-ი დიდ კონკურენციას უწევს  Apple-ს და მოიცავს სმარტფონების უდიდეს წილს ბაზარზე. თუ თვლი ,რომ ტექნოლოგიები ჩვენი მომავალია მაშინ აუცილებლად უნდა დაუთმო ყურადღება კორეას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში. ასე რომ კორეული ენის შესწავლა ნამდვილად დაგეხმარება კარიერულ გეგმებშიც.

  • ენის შესწავლით უკეთ შეძლებ გაეცნო კორეის უძველეს და უნიკალურ კულტურას,რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ეჭვგარეშე მოგხიბლავს და შეგაყვარებს თავს .

  • კორეული მუსიკა და დრამები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს, შენც თუ დაინტერესებული ხარ კორეული პოპ კულტურით კორეული ენის შესწავლით შეძლებ გაიგო თუ რაზე მღერიან შენი საყვარელი აიდოლები , უყურო დრამებს თარგმნის გარეშე.


კორეული კერძები


  • ბოლოს კი არ შეიძლება გამოგვრჩეს კორეული სამზარეულო ,თავისი დიდებული ,უგემრიელესი კერძებით .კორეული რესტონები დიდი ცნობადობით სარგებლობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,თუკი ყოფილხართ კორეულ რესტორანში,ჩაგიხედავთ მენიუში და   ერთხელ მაინც გიცდიათ ლათინური ან ქართული ასოებით ამ კერძების სახელების წაკითხვა დამეთანხმებით მარტივი ნამდვილად არაა ,ასე რომ რატომაც არა თუნდაც მხოლოდ ანბანის შესწავლით თქვენ შეძლებთ სწორად და მარტივად წაიკითხოთ თქვენი საყვარელი კერძების სახელები.

 თუკი ქართულის გარდა სხვა ენებსაც ფლობთ კორეული ენის შესასწავლად უამრავი მასალაა ინტერნეტში და შეძლებთ დამოუკიდებლადაც გაუმკლავდე მის შესწავლას. მაგრამ თუკი გსურთ დახმარება და ეძებთ კორეული ენის პედაგოგს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ :

Ni.achelashvili@gmail.com 

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)