კორეის სახელმწიფოს დაარსების დღე (3 ოქტომბერი)

დანგუნი ვეფხვთან და დათვთან ერთად
როგორც სახელწოდებიდანვე ვიგებთ, ეს ეროვნული დღესასწაული უკავშირდება კორეის დაარსებას. დაარსების ეროვნული დღე არის დღე, რომელიც გულისხმობს კორეის ისტორიის დაწყებას, დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს დაარსებას. 


ამ დღეს კორეულად 개천절 (გეჩონჯოლ)-ს უწოდებენ და აღნიშნავენ ყოველი წლის 3 ოქტომბერს . დღესასწაული თავდაპირველად იყო მთვარის კალენდრის მეათე თვის მესამე დღეს და შესაბამისად ყოველწლიურად სხვადასხვა თარიღით აღინიშნებოდა (ისევე, როგორც ჩუსოკი). 



 1949 წლის შემდეგ მთავრობამ ეს დღე ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულად აქცია და ახლა ,უცვლელად, ყოველთვის 3 ოქტომბერს აღინიშნება. უცხოელები ხშირად ურევენ კორეის დაარსების ეროვნულ დღეს კორეის განთავისუფლების დღეში (광복절). ამიტომ ჩვენ კარგად განვმარტოთ: 


კორეის განთავისუფლების დღე აგვისტოშია და აღნიშნავს კორეის განთავისუფლებას იაპონიის კოლონიური მმართველობისგან და კორეის თანამედროვე რესპუბლიკის შექმნას. 



 ეროვნული დაარსების დღე კი არის კორეის ისტორიის დასაწყისი , ეროვნული დღესასწაული რომელიც აღნიშნავს დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს ჩამოყალიბებას.



  ვინ იყო დანგუნი? მითი კორეის სამეფოს დაარსების შესახებ

დანგუნი
კორეის შექმნის მითი უკავშირდება 고조선 (გოჯოსონის) პერიოდის დასაწყისს, კორეის სამი სამეფოს ეპოქამდე. 고조선 (გოჯოსონ) სიტყვა სიტყვით ნიშნავს "ძველ ჯოსონს", რადგან კორეის ისტორიის ეს პერიოდი ჯოსონის დინასტიამდე დიდი ხნით ადრე დადგა. ლეგენდა ამბობს, რომ ღმერთმა, მეფემ 단군-მა (დანგუნმა) დაარსა პირველი კორეის სამეფო, ქრისტეს შობამდე 2333 წელს. 



 დანგუნს მოიხსენიებენ როგორც „ სამოთხის შვილისშვილს“ ასევე „ დათვის შვილს“. მითი გვიყვება, რომ ზეცის ,უფლის ძეს 환웅-ს (ჰვანუნგ), სურდა დედამიწაზე ცხოვრება. ასე რომ, მისმა მამამ, 환인-მა(ჰვანინმა), ნება დართო მას და მის სამ ათას მიმდევარს აეშენებინათ ქალაქი 백두산 (ბეკდუს მთა)-ზე. ისტორიკოსები ბეკდუს მთას კორეის სამშობლოდ მიიჩნევენ. ის გადაჭიმულია ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთის საზღვარზე და სინამდვილეში არის ვულკანური მთა, რომლის მწვერვალზეც არის ტბა.



 სწორედ აქ ჩამოვიდა დანგუნის მამა, ჰვანუნგი, სავარაუდოდ სამოთხიდან, და ტბას“ ზეციური ტბა“ ეწოდა. ეს მთა კი გახდა გოჯოსონის სამეფოს ცენტრი. სიტყვა 개천 (გეჩონ), რომელიც ქმნის , კორეულ სახელს 개천절 (გეჩონჯოლ)-ს, ნიშნავს "სამოთხის გახსნას" და მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გახსნა ჰვანინმა სამოთხე, რათა მისი შვილი დაშვებულიყო ბეკდუს მთაზე. 



 მთაზე ყოფნისას ჰვანუნგი შეხვდა დათვს და ვეფხვს, ორივემ სთხოვა მას ადამიანად გადაქცევა. ჰვანუნგმა მათ დაავალა, ასი დღე გაეტარებინათ გამოქვაბულში სადაც მხოლოდ ნიორს და მამულას(ბალახოვანი მცენარე)შეჭამდნენ რათა მათი ღირსება შეემოწმებინა. ვეფხვმა ვერ გაუძლო და ოცი დღის შემდეგ დანებდა. თუმცა დათვმა მოახერხა გამოწვევის დასრულება და გადაიქცა ადამიანად, ქალად. საბოლოოდ დაქორწინდა ჰვანუნგზე და გააჩინა შვილი. სწორედ ეს ვაჟი, გახლავთ დანგუნი,რომელმაც დაარსა პირველი კორეის სამეფო.

დანგუნი



მიუხედავად იმისა, რომ ეს მითი სავსეა ზებუნებრივი ელემენტებით, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ დანგუნის ლეგენდა შეიძლება დაფუძნებული იყოს რეალურ მოვლენებზე. ვეფხვი და დათვი ორივე წარმოადგენენ სხვადასხვა ტომებს, რომლებიც იბრძოდნენ დანგუნის სასარგებლოდ.

ფეიერვერკი 3 ოქტომბერს
მსოფლიოს მრავალი დღესასწაულის მსგავსად, კორეის დაარსების ეროვნული დღეც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება უზარმაზარი ფეიერვერკით, სეულში, მდინარე ჰანის პარკში . ყოველწლიურად კორეელი ხალხი იკრიბება პარკში ან მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე ფეიერვერკების საყურებლად.

Comments

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)