სამხრეთ კორეის დროშა, მისი ისტორია და სიმბოლური დატვირთვა
სამხრეთ კორეის დროშას ეწონება „თეგუგგი“ (태극기), „თეგუგ „ (태극)არის თავად ცენტრში მოთავსებული სიმბოლო,ლურჯ და წითელ ფერებში,ხოლო გი (기 ) ნიშნავს დროშას,ამიტომაც სხვა ქვეყნის დროშების სახელწოდებებიც კორეულ ენაში ბოლოვდება „გი“-ზე (기 ).
პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მისი შექმნის ისტორია.
1870-იან წლებამდე კორეას არ გააჩნდა ეროვნული დროშა ,მისი აუცილებლობის საკითხი დადგა მხოლოდ 1876 წლის იაპონია-კორეის ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყებამდე . როდესაც იაპონიის იმპერიის დელეგატმა წარადგინა იაპონიის ეროვნული დროშა, ხოლო ჯოსონის დინასტიას არ ჰქონდა შესაბამისი დროშა ,რომ დაეკიდა.
მომდევნო წლებში საგარეო მოლაპარაკებების ესკალაციამ კიდევ უფრო აუცილებელი გახადა ქვეყნის ეროვნული დროშის არსებობა.
1882 წლის 22 აგვისტოს კორეელმა პოლიტიკოსმა პარკ იონგ-ჰიომ ჯოსონის მთავრობას წარუდგინა „თეგუგგ“-ის მასშტაბური მოდელი და მალევე გახდა პირველი ადამიანი, ვინც გამოიყენა დროშა იაპონიის იმპერიაში ,იმავე წლის ბოლოს. 1883 წლის მარტში ჯოსონის მთავრობამ დააწესა თეგუგგი, როგორც ოფიციალური ეროვნული დროშა.
მოგვიანებით, 1997 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა დროშის ზუსტი ფერები.
რაც შეეხება დიზაინს, როდესაც კორეულ დროშაზე ვსაუბრობთ , უნდა გამოვყოთ მისი სამი კომპონენტი: თეთრი ფონი,ცენტრში მოთავსებული “თეგუგ“-ის სიმბოლო(태극) და სხვადასხვაგვარად მოწყობილი ხაზები მის გარშემო.
პირველ რიგში განვიხილოთ თეთრი ფონი, ძალიან დიდი ხნის წინათ კორეელები ცნობილები იყვნენ როგორც „ბეგიმინჯოგ“ (백의민족) ბეგ(백)ნიშნავს თეთრს ,ი (의)ნიშნავს ტანსაცმელს,ხოლო მინჯოგ(민족)-ხალხს,რადგანაც ისინი ხშირად თეთრ ტანსაცმელს ატარებდნენ .ასევე თეთრი ფერი სიმბოლოა სინათლის,სიწმინდისა და მშვიდობის.
შემდეგ გახლავთ „თეგუგ“-ის სიმბოლო,ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცით და ბევრჯერ გინახავთ ინის და იანის სიმბოლო,რომელიც შავ-თეთრ ფერებშია და ნიშნავს რომ ყოველი ინისთვის არსებობს იანი და ყოველი იანისთვის არსებობს ინი, „თეგუგ“-იც წარმოადგენს იმავეს , იგი სიმბოლოა ბუნების ორმაგი ძალების.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ყველაფერს ჩვენს სამყაროში აქვს ორი მხარე , + და - ,არსებობს სიკეთე და ბოროტება, არსებობს მამაკაცი და ქალი,არსებობს სიბნელე და არსებობს სინათლე,არსებობს სითბო და არსებობს სიცივე, იმისთვის რომ შეიგრძნო და გაიგო რა არის სითბო უნდა იცოდე და რა არის სიცივე,ასევე არ გეცოდინება რა არის სიცივე თუ არ გაქვს გამოცდილი სითბო, იმითვის რომ აღიქვა სინათლე უნდა გქონდეს ნანახი სიბნელე და პირიქით ,იმისთვის რომ იცოდე რა არის სიბნელე უნდა გქონდეს ნანახი სინათლე.
თუმცა აქედან არცერთი მხარეა ცუდი ან კარგი ,ორივე მხარე ერთად არსებობს,ერთმანეთს ავსებენ და ორივე მათგანი ერთნაირად აუცილებელია, რომ შეიგრძნო და გამოცადო ეს სამყარო.ინი და იანი არის ყველა ქმნილების და განვითარების,სამყაროს საფუძველი.
შემდეგ უნდა განვიხილოთ ერთგვარი შავი ხაზებისან შექმნილი 4 სიმბოლო,რომელებიც წარმოადგენენ ჰორიზონტის მხარეებს, წელიწადის დროებს,5 ელემენტს და დედა ბუნებას.
- 건 - სამი უწყვეტი ზოლი მარცხენა ზედა კუთხეში წარმოადგენს:აღმოსავლეთს,გაზაფხულს,მეტალს და ცას .
- 곤 - სამი წყვეტილი ზოლი მარჯვენა ქვედა კუთხეში :დასავლეთი,ზაფხული,დედამიწა, მიწა(ნიადაგი)
- 감 - ორი წყვეტილი ხაზი უწყვეტი ხაზით შუაში მარჯვენა ზედა კუთხეში :ჩრდილოეთი,ზამთარი,წყალი,მთვარე
- 리 - ორი უწყვეტი ზოლითა და ერთი წყვეტილი ზოლით შუაში, მარცხენა ქვედა კუთხეში :სამხრეთი,შემოდგომა,ცეცხლი,მზე.
Comments
Post a Comment