რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)
როდესაც ჩემს ირგვლივ მყოფები იგებენ, რომ კორეული ენა ვიცი (გარკვეულ დონეზე^^) პირველ რიგში იმას მეკითხებიან ამდენი იეროგლიფი როგორ ისწავლეო და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ კორეელები საერთოდაც არ იყენებენ იეროგლიფებს.
მათ აქვთ საკუთარი ანბანი, რომელიც ვფიქრომ ყველაზე ლოგიკური და მარტივია დედამიწის ზურგზე, ვეუბნები ხოლმე ,რომ
თუ დროც აქვთ, სურვილიც და ამასთან არც დაეზარებათ ერთ დღეში თავისუფლად ისწავლიან.
სამწუხაროა, მაგრამ დღემდე ბევრს ჰგონია ,რომ აღმოსავლეთ
აზიის ყველა დამწერლობა ერთმანეთს ჰგავს,შენც თუ ასე ფიქრობ,
კარგი იქნება თუ ამ პოსტს ბოლომდე წაიკითხავ
და გაუზიარებ მათ ვინც თვლი, რომ არ იცის და კარგი იქნება რომ იცოდეს.
1.ჩინური 2. კორეული 3.იაპონური |
პირველ
რიგში უნდა ავღნიშნო,რომ კორეული დამწერლობის სისტემა, კორეული ანბანი "ჰანგული" (한글),
არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა.მაინც რამდენად ახალგაზრდაა
ის ?იგი 1446 წელს შეიქმნეა და დაახლოებით
500 წლის გახლავთ, ხოლო ფონეტიკური(ბგერითი) ანბანი თარიღდება 3000 წლით (ძვ.წ 1050წ) .
მისი დაარსების დღიდან მეფეები, დამპყრობლები და
ელიტური საზოგადოება ცდილობდნენ და ვერ ახერხებდნენ ჰანგულის აღკვეთას. მისი ფონეტიკური ანბანი ასევე
შენარჩუნდა სასტიკი ოცდათხუთმეტწლიანი ოკუპაციის დროს, სადაც იაპონელები ცდილობდნენ
გაენადგურებინათ ყველაფერი კორეული.
დღეს ჰანგული გვეხმარება იმ ამაყი ადამიანების ვინაობის უკეთ განსაზღვრაში, რომლებიც საკუთარ თავს ჰან-გუგ-ინებს (한국인; კორეელებს) უწოდებენ.
მე-15
საუკუნემდე კორეელები იყენებდნენ დამწერლობის სისტემას ჰანჯას ( 漢字),რომელიც
წარმოადგენდა ბუდისტური და ჩინური ლიტერატურიდან შემოსულ ჩინურ იეროგლიფებს.
კორეის მმართველმა კლასმა მოახდინა მისი ადაპტირება საჭიროებების შესაბამისად .ისინი ჰანჯას იყენებდნენ თავიანთი ბიუროკრატიისთვის, ლიტერატურისთვისა და ოფიციალური ჩანაწერებისთვის.
როგორ მოახდინეს ამ უცხოენოვანი დამწერლობის ადაპტირება თავიანთ ენასთან? რათქმაუნდა რთულად.ჰანჯა იეროგლიფური დამწერლობაა რაც იმას ნიშნავს ,რომ არ შეგიძლიათ სიმბოლოების გახმოვანება ფონეტიკურად. ელიტური საზოგადოების უმრავლესობას შეეძლო ჩინურად წერა-კითხვა და საუბარი.
თუმცა კორეული ენა შეიქმნა და არსებობდა ჩინურის პარალელურად, კორეელებს
სურდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი უნიკალურობა. ისინი არ იყვნენ ჩინელები და არც მათი ენა ყოფილა ჩინური. მათი სიტყვები
სხვანაირად ჟღერდნენ.
დავუბრუნდეთ
შეკითხვას თუ როგორ მოხდა ადაპტირება ამ ჩინური იეროგლიფების კორეულ ენასთან, კორეულმა
ელიტამ გადაწყვიტა ჰანჯა შეერწყა ფონეტიკურად კორეულ ენასთან,ანუ ისინი იეროგლიფების მნიშვნელობას კორეულ სასაუბრო ენაზე წარმოთქვამდნენ .
დამაბნეველია, არა?
ისე, დღესაც კი, საშუალო ჩინელმა ადამიანმა უნდა იცოდეს დაახლოებით 8000 სიმბოლო ზოგადი ფუნქციონირებისთვის. წარმოიდგინეთ ცხოვრება კორეაში რამდენიმე ასეული წლის წინ. არანაირი ცენტრალიზებული განათლება. ერთადერთი წერილობითი ენა არის ნასესხები სხვა ენიდან, მაგრამ ადაპტირებულია კორეული სიტყვების მსგავსად.წერა-კითხვის სწავლა ნამდვილი ბარიერი იყო.
ჰანჯა მიუწვდომელი იყო დაბალი კლასებისთვის. ამიტომ კორეაში უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო.უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ მიემართათ თავიანთი მთავრობისთვის, დაეწერათ სასიყვარულო წერილები ან გაეგოთ სამყაროს შესახებ ,რა ხდებოდა მათ სოფლებს გარეთ. მათი იდენტურობა შემოიფარგლებოდა ზეპირი ტრადიციებით და ასე გრძელდებოდა დიდებულ მეფე სეჯონგამდე.
სეჯონგ დიდი ( 세종대왕) |
მეფე სეჯონგი პატრიოტი იყო. ის ფიქრობდა,
რომ თუ კორეას სურდა წინ წასვლა და კონკურენციის გაწევა სხვა ერებთან, მას სჭირდებოდა
საკუთარი აზრებისა და იდეების გამოხატვის საშუალება. საჭირო იყო დამწერლობის სისტემა,
რომელიც რეალურად ასახავდა კორეულ ენას, როგორც სალაპარაკოს. კორეას სჭირდებოდა რაღაც
სრულიად ახალი, განსხვავებული წარსულის ჯაჭვებისგან. ეს ნიშნავდა, „მშვიდობით ჰანჯა!“-ს
მეფე სეჯონგმა მოაზროვნეთა მცირე ჯგუფთან ერთად
დაისახა ამოცანა ,რომ შეექმნათ ისეთი დამწერლობა ,რომელიც გამოხატავდა კორეული ენის
განსაკუთრებულ გრამატიკულ სტრუქტურას ,წარმოთქმული სიტყვების ბგერებით ასახვას და დაიბადა
დამწერლობის ლოგიკური ,უნიკალური სისტემა -ჰანგული.
1446
წლის 9 ოქტომბერს (ახლანდელი ჰანგულის დღე) გამოქვეყნდა "ჰუნმინჯონგუმ" (훈민정음).
მასში იყო ინსტრუქცია, ერთგვარი სახემძღვანელო ჰანგულისთვის.
მეფე
სეჯონგმა პირადად დაწერა წინასიტყვაობა. მან ტექსტი აღწერა, როგორც უწიგნურების ტირილზე
პასუხის გაცემის საშუალება. მას სურდა წერილობითი ენის დემოკრატიზაცია და ყველას მისცა
საშუალება ასულიყო სოციალურ კიბეზე.
თუმცა
როგორ იცით ყველაფერს ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები და არც ეს გენიალური ანბანი აღმოჩნდა
გამონაკლისი, ჰანგული კარგად არ მიიღო ეგრედწოდებულმა
„იანგბანმა „(양반).
არისტოკრატების, სამთავრობო მუშაკებისა და კონფუციონისტურმა მეცნიერების კლასმა, „იანგბანს“
ყველა გასაღები ეჭირა. ისინი არეგულირებდნენ და აბიუროკრატიულებდნენ კორეულ მთავრობას.
იმისათვის,
რომ გამხდარიყავი „იანგბანი“ უნდა გაგეარა
„გოაგო“ (과거). ეს იყო გამოცდა, რომელიც ზომავდა კითხვას და წერას ჰანჯაში. გამოცდის ჩაბარებას სჭირდებოდა
წლების სწავლა და დიდი ფინანსები.
ახალი „გლეხური“ დამწერლობა კი არყევდა მათ ბიუროკრატიულ სიმაგრეებს.
რა მოხდა შემდეგ?
1504 წელს, ჰანგულის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ახლად გაძლიერებულმა გლეხებმა ქალაქში გაშალეს რამდენიმე პლაკატი, რომლებითაც დასცინოდნენ მეფეს, იონსანგუნს. ის არც ისე კეთილგანწყობილი იყო.
მან მთლიანად აკრძალა სწავლა და ჰანგულის გამოყენება. დესპოტი
იონსანგუნი კიდევ ერთი ნაბიჯით წავიდა წინ და შეზღუდა ჰანჯას გამოყენებაც კი ,მოკლა
პროტესტის მონაწილე ყველა მინისტრი, მოჭრა კიდურები და მოკლა მათი ოჯახის წევრები.
(თუმცა იონსანგუნის ქვეშევრდომებმა დაამხეს და შეცვალეს იგი გასაგები მიზეზების გამო.)
ჰანგულმა
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უკან დაიხია ხალხური ქვესკნელისკენ.
მე-16
საუკუნის ბოლოს მწერლებმა დაიწყეს ჰანგულის გამოყენება მოთხრობების დასაწერად. ამან
ხელი შეუწყო ჰანგულის სიცოცხლეს.
მეფე გოჯონგი (대한제국 고종) |
1890-იან
წლებში გავრცელებულმა კორუფციამ და მასობრივმა
გაუნათლებლობამ არეულობა გამოიწვია კორეაში. მეფე გოჯონგს (고종)
ცვლილება უნდა შეეტანა.მან დააარსა გაბოს რეფორმა (갑오 개혁).
ამ რეფორმამ გააუქმა მონობა, განდევნა სოციალური კლასები და „იანგბანი“. დაამტკიცა
დამსახურებაზე დაფუძნებული განათლებისა და დასაქმების სისტემა.
რაც
მთავარია,“ გაბოს“ რეფორმების გამოაცხადების შემდეგ , ყველა სამთავრობო დოკუმენტი დაწერილი
იყო ჰანგულზე. სკოლებმა დაიწყეს ჰანგულის სწავლება. ასევე ჰანგულზე იბეჭდებოდა ახალი
ამბები გაზეთებში .( სიმართლე გითხრათ ამ მეფესთან დაკავშირირებით არსებობს კრიტიკული აზრიც ,კორეულ საზოგადოებაში ,ზოგი თვლის რომ მან იაპონიას მიჰყიდა თავისი სამშობლო,თუმცა აქ ამის განხილვა შორს წაგვიყვანს ...)
შემდეგ
მოდის იაპონია ...
იაპონიამ
მოახდინა კორეის ანექსია 1910 წელს.
მისმა
იმპერიულმა მთავრობამ დიდწილად ნება მისცა კორეას საკუთარი საქმე გაეკეთებინა. მათ
ნება დართეს ჰანგული ესწავლებინათ , ესწავლათ უნივერსიტეტებსა და სკოლებში.
თუმცა,
მეორე მსოფლიო ომის გახურებასთან ერთად, იაპონიამ გაამკაცრა კონტროლი. 1938 წელს იაპონიამ
მიიღო ასიმილაციის პოლიტიკა. კორეული კულტურა აკრძალული იყო. სკოლები ვეღარ ასწავლიდნენ
ჰანგულს. ყველა ოფიციალური დოკუმენტი იაპონურად უნდა დაწერილიყო. კორეელები აქციეს
ეკონომიკურ და სექსუალურ მონებად.
თუმცა
კორეული ენის საზოგადოება იბრძოდა ენის შენარჩუნებისთვის ,ჰანგულის შესახებ ჟურნალების გამოცემით და გავრცელებით.
1946 წელს იმპერიული იაპონიის დაცემამ კორეას თავისუფლება მოუტანა. დაბადებიდან პირველად, ჰანგული გახდა როგორც კორეის მთავრობის, ასევე კორეელი ხალხის ოფიციალური დამწერლობა.
მიუხედავად იმისა, რომ კორეა კორეის ომის დროს გაიყო (한국전쟁), ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად,ორივე მხარე ჰანგულს თავის ოფიციალურ დამწერლობად აცხადებს.
მეფე
სეჯონგის შრომა დღეს ნაყოფს იძლევა. ორივე
კორეა აცხადებს თავის ხალხს თითქმის 100% -ით წიგნიერად.რაც ნიშნავს რომ წერა-კითხვის
უცოდინართა რაოდენობა მოსახლეობის 1-%-საც კი არ შეადგენს.
Comments
Post a Comment