ჩუსოკი (추석): კორეული მადლიერების დღე

კორეული მადლიერების დღე ჩუსოკი
ჩუსოკი, ასევე ცნობილი როგორც კორეის მადლიერების დღე, არის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საზეიმო დღესასწაული.  დასვენების პერიოდი რეალურად გრძელდება სულ სამი დღე - ჩუსოკის წინა და მომდევნო დღის ჩათვლით.


ტრადიციულად, კორეელები ბრუნდებიან თავიანთი წინაპრების მშობლიურ ადგილებში ,ოჯახებთან ერთად ამ დღის აღსანიშნავად, რაც იწვევს წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საცობს.^^

 
საცობი ჩუსოკის დღესასწაულზე


ჩუსოკი სათავეს იღებს დაახლოებით 2000 წლის წინ,როდესაც აგრარული კულტურა იყო დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი კორეელების ცხოვრებაში. ჩუსოკი ასევე ცნობილია როგორც ჰანგავი(한가위), რაც მთვარის კალენდრის მიხედვით აგვისტოს მე-15 დღეს ნიშნავს. 


ამ დღეს ცაში სავსე მთვარე გამოჩნდა და ოჯახები შეიკრიბნენ, რათა ერთად გაეტარებინათ დრო და მადლობა გადაეხადათ წინაპრებისთვის ,უხვი მოსავლისთვის. ოჯახის ქალებმა ასევე მოამზადეს საგვარეულო მემორიალური ცერემონია, სახელწოდებით ჩარიე(차례),შეავსეს სუფრა საკვებით, მათ შორის ახლად დაკრეფილი ბრინჯითა და ხილით.


 
송편  სონგფიონ - ნახევარმთვარის ფორმის ბრინჯის ნამცხვარი


ჩუსოკის კიდევ ერთი ტრადიცია ,თანამედროვე კორეაში, არის საჩუქრების გაცემა. კორეელები საჩუქრებს გადასცემენ არამარტო ნათესავებს, არამედ მეგობრებსა და საქმიან ნაცნობებსაც, რათა გამოხატონ მადლიერება და დაფასება. 


საჩუქრები შეიძლება იყოს: მაღალი ხარისხის, საქონლის ხორცის ნაჭრები, ახალი ხილი, როგორიცაა ვაშლი, სასაჩუქრე ნაკრები ტრადიციული კორეული სასუსნავებით.თუ ჩუსოკამდე გადახედავთ სუპერმარკეტებსა და უნივერმაღებს, უდავოდ შეხვდებით სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვნებას. 



სპემი(დაკონსერვებული გადამუშავებული ხორცია,კორეაში ხშირად მიირთმევენ)რომელიც ძალიან გავრცელებულია კორეაში,მისი ნაკრები რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი, რომელსაც ჩუქნიან ახლობლებსა და ძვირფას ადამიანებს.


 
სპემის სასაჩუქრე ნაკრები



ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო და გაგაცნოთ განგგანგსულლე(강강술래)ზრდასრული ქალების ცეკვა-სპექტაკლი, სიმღერისა და თამაშის ნაზავი, რომელიც ხშირად სწორედ ჩუსოკთან ასოცირდება . იგი 1966 წელს დასახელდა მნიშვნელოვან არამატერიალურ კულტურულ საკუთრებად.



 

Comments

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)