Posts

Showing posts from November, 2022

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

Image
თუ ოდესმე ყოფილხართ კორეაში, ანდაც უყურებთ კორეულ დრამებს ,ალბათ მარტივად შენიშნავდით, რამდენს სვამენ კორეელები. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ კორეელები უფრო მეტს სვამენ, ვიდრე აზიის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში! თქვენ ასევე შეამჩნევდით, რამდენად რთულია სასმელთან დაკავშირებული შეხვედრებისგან თავის დაღწევა.  თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც შეხვდებით ახალ ადამიანს, ან თუნდაც ძველ მეგობარს, ვინმე სავარაუდოდ შემოგთავაზებთ სასმელს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის კორეული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ სოჯუ განსაკუთრებით მოსწონთ კორეელებს. თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, როგორ გაჩნდა და ჩამოყალიბდა კორეული სასმელის კულტურა ასე.  თქვენ შეიძლება გაინტერესებთ ასევე ის წესები და ეტიკეტი რაც კორეელებთან ერთად ალკოჰოლის სმას ეხება და მომავალში გამოგადგებათ, მაგალითად, არასოდეს დატოვოთ ჭიქა ცარიელი. ამ პოსტით შევეცდები აგიხსნათ, რატომ არის კორეაში სასმელის კულტურა ისეთი,როგორიც არის^^. გავრცელებული კორეული ალკოჰოლი - სოჯუ  კორეელები თვლიან, რომ სასმელი ეხმარება მათ სხვებთან დაახლოებაში.  ერთ-

რატომ გაიყო კორეა ? (კორეის გაყოფა, მოკლე მიმოხილვა)

Image
რატო მ გაიყო კორეა ? სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დროშები ერის დაყოფა არ არის მხოლოდ ხაზი მის გეოგრაფიულ რუკაზე, იგი კვეთს თავისი ხალხის გულებს. ისინი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაერთიანებულნი იყვნენ, განცალკევებულნი დგანან, იძულებულნი არიან აღიარონ პოლიტიკური დაყოფა ურთიერთობების, ენისა და კულტურული კავშირის მიუხედავად. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა დაყოფილია უკვე 70 წელზე მეტია , მას შემდეგ, რაც კორეის ნახევარკუნძული გახდა ცივი ომის მოულოდნელი მსხვერპლი ორ მეტოქე ზესახელმწიფოს: საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ომის შედეგად დაშორებული ნათესავების შეხვედრა ერთიანი კორეა გაყოფამდე საუკუნეების განმავლობაში ნახევარკუნძული იყო ერთიანი.ერთიან კორეას მართავდნენ დინასტიური სამეფოების თაობები. 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, იაპონიის მიერ ოკუპირებული და ხუთი წლის შემდეგ ფორმალურად ანექსირებული კორეა , 35 წლის განმავლობაში იაპონიის კოლონიური მმართველობის ქვეშ მოექცა - მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, როდესაც დაიწყო მისი დაყოფა ორ ერად. ერთიანი კორეა  რატომ გაიყო კორეა? 1945