რატომ გაიყო კორეა ? (კორეის გაყოფა, მოკლე მიმოხილვა)

რატომ გაიყო კორეა ?

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დროშები
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დროშები


ერის დაყოფა არ არის მხოლოდ ხაზი მის გეოგრაფიულ რუკაზე, იგი კვეთს თავისი ხალხის გულებს. ისინი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაერთიანებულნი იყვნენ, განცალკევებულნი დგანან, იძულებულნი არიან აღიარონ პოლიტიკური დაყოფა ურთიერთობების, ენისა და კულტურული კავშირის მიუხედავად. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა დაყოფილია უკვე 70 წელზე მეტია, მას შემდეგ, რაც კორეის ნახევარკუნძული გახდა ცივი ომის მოულოდნელი მსხვერპლი ორ მეტოქე ზესახელმწიფოს: საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.
ომის შედეგად დაშორებული  ნათესავების შეხვედრა
ომის შედეგად დაშორებული ნათესავების შეხვედრა


ერთიანი კორეა


გაყოფამდე საუკუნეების განმავლობაში ნახევარკუნძული იყო ერთიანი.ერთიან კორეას მართავდნენ დინასტიური სამეფოების თაობები. 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, იაპონიის მიერ ოკუპირებული და ხუთი წლის შემდეგ ფორმალურად ანექსირებული კორეა ,35 წლის განმავლობაში იაპონიის კოლონიური მმართველობის ქვეშ მოექცა - მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, როდესაც დაიწყო მისი დაყოფა ორ ერად.
ერთიანი კორეის რუკა
ერთიანი კორეა 


რატომ გაიყო კორეა?


1945 წლის აგვისტოში, ორმა მოკავშირემ (მხოლოდ სახელით)გაიყო კონტროლი კორეის ნახევარკუნძულზე. მომდევნო სამი წლის განმავლობაში (1945-48) საბჭოთა არმიამ და მისმა მარიონეტებმა დაამყარეს კომუნისტური რეჟიმი 38˚ ჩრდილოეთის გრძედზე, ანუ 38-ე პარალელის ჩრდილოეთით. ამ ხაზის სამხრეთით კი ჩამოყალიბდა სამხედრო მთავრობა, რომელსაც უშუალოდ უჭერდა მხარს შეერთებული შტატები.


 მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პოლიტიკა ფართოდ პოპულარული იყო ჩრდილოეთის მუშათა და გლეხთა უმეტესობისთვის, საშუალო კლასის კორეელების უმეტესობა გაიქცა 38-ე პარალელის სამხრეთით(სამხრეთ კორეაში), სადაც დღეს კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს. იმავდროულად, სამხრეთში აშშ-ს მხარდაჭერილი რეჟიმი იყო, აშკარად ,ანტიკომუნისტური, მემარჯვენე ელემენტებით გაჯერებული. 


1948 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა გაეროს მიერ დაფინანსებული ხმის მიცემა ,ყველა კორეელისთვის ნახევარკუნძულის მომავლის დასადგენად. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე, სამხრეთმა ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა სეულში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მკაცრად ანტიკომუნისტი სინგმან ლი. ჩრდილოეთმა კი საპასუხოდ, ყოფილი კომუნისტი, პარტიზანი ,კიმ ილ სენი დანიშნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) პირველ პრემიერად ,დედაქალაქ ფხენიანში. 

კორეის ომი


კორეის ომმა (1950-1953 წწ.), რომელმაც სულ მცირე 2,5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ცოტა რამ გააკეთა იმ საკითხის გადასაჭრელად, თუ რომელი რეჟიმი წარმოადგენდა „ნამდვილ“ კორეას. თუმცა, მან მტკიცედ დაამკვიდრა შეერთებული შტატები, როგორც ჩრდილოეთ კორეის მუდმივი მტერი, რადგან ამერიკელმა სამხედროებმა დაბომბეს სოფლები და ქალაქები ჩრდილოეთის მხარეში. ზავი, რომელმაც დაასრულა ეს კონფლიქტი 1953 წელს, ნახევარკუნძული გაყოფილი დატოვა, როგორც ადრე, დემილიტარიზებული ზონით (DMZ) დაახლოებით 38-ე პარალელის გასწვრივ.
გოგონა ტანკის წინ ,კორეის ომი

კორეის ომი, ჯარისკაცები და კორეელი ქალები
დასავლეთთან მჭიდრო კავშირების გაგრძელებით (და აშშ-ს მუდმივი სამხედრო თანადგომით), სამხრეთ კორეამ განავითარა ძლიერი ეკონომიკა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადადგა ნაბიჯები სრულად დემოკრატიული ერისკენ. 


 იმავდროულად, ჩრდილოეთ კორეა დარჩა იზოლირებულ ,ჩაკეტილ სახელმწიფოდ - განსაკუთრებით საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში - და ეკონომიკურად განუვითარებელი, ისე როგორც ვირტუალური პოლიციის სახელმწიფო, რომელსაც ერთი ოჯახი მართავდა სამი თაობის განმავლობაში. 


ჩრდილოეთის თავდადებულმა ძალისხმევამ ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ასევე მნიშვნელოვნად გაამძაფრა დაძაბულობა სამხრეთ კორეასთან და მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები



ვერცერთმა სტრატეგიულმა ნაბიჯმა და ვერც კორეის დამანგრეველმა ომმა ვერ გააერთიანა კორეა. დღეს ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა არა მხოლოდ პოლიტიკურად და გეოგრაფიულადაა დაშორებული, არამედ თითქმის შვიდი ათწლეულის დაშორებამ ისინი სხვადასხვა სამყაროებად აქცია. 


სამხრეთ კორეა ტრილიონდოლარიან ეკონომიკას წარუძღვება, მაშინ როდესაც ჩრდილოეთის მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზეა და კვლავ გადარჩება დახმარებით. ორ ერს აქვს განსხვავებული მოქალაქის უფლებები, კანონები, წესრიგი და ეკონომიკა, საზოგადოება და ყოველდღიური ცხოვრება. მაგრამ კორეის, როგორც ერთიანი ერის ათასობით წლის ისტორია წარუშლელია .
ქანდაკება -  კორეის ომის სიმბოლო
ქანდაკება -  კორეის ომის სიმბოლო

ომის სიმბოლო



ქანდაკება გახლავთ კორეის ომის სიმბოლო,რომელიც ასახავს კორეელი ხალხის წარსულ ტანჯვას და მათ გადაწყვეტილებას მიაღწიონ ეროვნულ ჰარმონიას. ქანდაკების გარე ნაწილი წარმოადგენს ძმების გაერთიანებას, უფროსი ძმა, რომელიც იყო კორეის რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, და მისი უმცროსი ძმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი იყო,კორეის ომის ველებზე. 


გუმბათის შიგნით არის მოზაიკური სურათი, რომელიც ასახავს კორეელი ხალხის სულს, რომლებმაც გადალახეს ომის მძიმე მდგომარეობა. იატაკზე კი ამოტვიფრულია 16 მოკავშირის რუკა, რომლებიც დაეხმარნენ კორეის რესპუბლიკას კორეის ომში.

Comments

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)