ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში
თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც შეხვდებით ახალ ადამიანს, ან თუნდაც ძველ მეგობარს, ვინმე სავარაუდოდ შემოგთავაზებთ სასმელს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის კორეული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ სოჯუ განსაკუთრებით მოსწონთ კორეელებს.
თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, როგორ გაჩნდა და ჩამოყალიბდა კორეული სასმელის კულტურა ასე.
თქვენ შეიძლება გაინტერესებთ ასევე ის წესები და ეტიკეტი რაც კორეელებთან ერთად ალკოჰოლის სმას ეხება და მომავალში გამოგადგებათ, მაგალითად, არასოდეს დატოვოთ ჭიქა ცარიელი. ამ პოსტით შევეცდები აგიხსნათ, რატომ არის კორეაში სასმელის კულტურა ისეთი,როგორიც არის^^.
გავრცელებული კორეული ალკოჰოლი - სოჯუ |
კორეელები თვლიან, რომ სასმელი ეხმარება მათ სხვებთან დაახლოებაში.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კორეაში სასმელის კულტურა ასეთი მძიმეა, არის ის, რომ ის უფრო ხსნის (თავისუფალს ხდის) ხალხს. ყველაზე მორცხვი მამაკაციც კი ხდება უფრო მოლაპარაკე, რამდენიმე ჭიქა სოჯუს შემდეგ.
მათ სურთ ყინული უფრო სწრაფად გაალღვონ და უკეთ გაიცნონ. არა მხოლოდ ეს, არამედ კორეელები ფიქრობენ, რომ სასმელის ერთად დალევით შეიძლება უფრო ძლიერი მეგობრობა დაამყარონ სხვა ადამიანთან. როგორც ჩანს, ეს ეხება როგორც ინტერპერსონალურ სოციალურ ურთიერთობებს, ასევე სამუშაო ურთიერთობებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ კორეა უფრო მკაცრი ხდება პირადობის მოწმობების შემოწმებასთან ბარებსა და მაღაზიებში, ალკოჰოლზე წვდომა ადვილია ყველასთვის, ვისაც აქვს ასეთი პირადობის მოწმობა. თუ თქვენ მიდიხართ თქვენს უახლოეს მაღაზიაში, შეგიძლიათ მიიღოთ სოჯუს ბოთლი მაქსიმუმ 1500 ვონად - ეს უფრო იაფია, ვიდრე ჩამოსხმული წყალი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში!
არა მხოლოდ ეს, არამედ კორეას არ აქვს წესები, როდესაც საქმე ეხება მძიმე ალკოჰოლის გაყიდვას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ სუპერმარკეტში ან მაღაზიაში, სადაც მიდიხართ, შეგიძლიათ იპოვოთ ძლიერი ალკოჰოლი, სოჯუდან ტეკილამდე, ყველა მათგანში, როოგრც დღე,ისე ღამე.
კორეული ალკოჰოლი - მაკოლი |
მოგეხსენებათ კორეაში ცხოვრება საკმაოდ სტრესულია.
იმისთვის, რომ შემცირდეს სტრესის დონე, იქნება ეს ოჯახის, ურთიერთობის ან სამსახურის გამო, კორეელებს მოსწონთ ერთად შეკრება დღის ბოლოს სასმელზე, რათა ეს სტრესი შეიმსუბუქონ. ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სიტუაციაა, რომ უფრო ადვილად საუბრობს ადამიანი იმაზე, თუ რა აწუხებს , როდესაც იგი ნასვამია .
შეიძლება უმეტეს კომპანიებში არ იყოს ნორმალური დალევა სამუშაო საათებში, მაგრამ დრო და დრო ხშირია სამუშაო ვახშამი თანამშრომლებთან ერთად. და ალბათ უკვე მიხვდით, რომ სოჯუ ან სხვა სახის ალკოჰოლი ამ სამუშაო ვახშმის დიდი ნაწილია.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც აწყობენ ამ სამუშაო ვახშამს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობის გაღრმავება, ამიტომ, უაზროა, რომ არ დაესწრონ მას.
ალბათ გამოგადგებათ „გაუმარჯოს“ თქმა კორეულად."გაუმარჯოს" კორეულ ენაზე არის 건배 (გონბე) და ნიშნავს "ცარიელ ჭიქას"(ამიტომაც რაღაც უფრო „გაუმარჯოს“ კი არა „დავცალოთ“-ს ჰგავს ^^). იმისათვის, რომ გამოიყენოთ ეს სიტყვა, ასწიეთ ჭიქა ჰაერში, თქვით 건배 (გონბე) და მიუჭახუნეთ ჭიქა თქვენი მეგობრის ჭიქას. ეს სიტყვა(„ცარიელი ჭიქა“)თავის თავში გულისხმობს, რომ თქვენ უნდა დალიოთ მთელი სასმელი,რათა ჭიქა დაცარიელდეს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
건배 (გონბე) ჩვეულებრივ ნათქვამია თავისთავად და არა ფრაზის ან წინადადების ნაწილი. თუ ვინმე გეუბნებათ 건배 (გონბე), მაშინ სწორი იქნება უპასუხოთ ამავე სიტყვით -건배 (გონბე).
ნორმაა, რომ თუ უფროსი შემოგთავაზებთ ჭიქა (ან ათეულობით ჭიქა^^) სოჯუს, თითოეული მათგანი პატივისცემის ნიშნად უნდა მიიღოთ. ის, რომ სასმელზე გეპატიჟებიან, შენს მიმართ დიდ კომპლიმენტად უნდა ჩაითვალო.
არსებობს უამრავი ეტიკეტი, რაც უფროსებთან ერთად სმის დროს დაგჭირდებათ: ყოველთვის უნდა გეჭიროთ ბოთლი ორივე ხელით, როცა ასხამთ და ასევე ჭიქაზე ორივე ხელის მოკიდებით იღებთ სასმელს;(ზოგადად ეს ეხება ნებისმიერ ნივთს, უნდა მივაწოდოთ და გამოვართვათ ორი ხელით) არასოდეს დაასხით საკუთარი სასმელი და ჭიქის გადაკვრის დროს თავი უნდა მოაშოროთ უფროსებს.(მივატრიალოთ გვერდით).
ტაქტიანად თქვა "არა".
სასმელზე პირდაპირ უარის თქმა, ზოგადად, უხეშობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, კორეელები გაგიგებენ, თუ არ სვამთ სამედიცინო ან რელიგიური მიზეზების გამო. თუ ნამდვილად არ გსურთ დალევა, უმჯობესია თავაზიანად თქვათ "არა". შეიძლება თქვათ, რომ იღებთ გარკვეულ წამალს, რომელიც არ გაძლევთ ალკოჰოლის დალევის საშუალებას.
თუ დალევა არ გსურთ, შეგიძლიათ თავაზიანად თქვათ:
저는 술 안 마셔요 (jeoneun sul an masyeoyo | მე არ ვსვამ ალკოჰოლს).
თუ არ შეგიძლიათ დალევა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ან თუ არ გაქვთ სმის უნარი, შეგიძლიათ თქვათ:
저는 술 못 마셔요 (jeoneun sul mot masyeoyo | მე ვერ ვსვამ ალკოჰოლს).
ალკოჰოლის დასხმის და მიღების ეტიკეტი |
ნაბახუსევზე შეგიძლიათ არ იდარდოთ.
რათქმაუნდა ზომიერად უნა მიიღოთ ალკოჰოლი ,რომ მეორე დღეს ნაბახუსევის გამო ლოგინში გატარება არ მოგიწიოთ,მაგრამ ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ კორეელებს აქვთ რამდენიმე ხრიკი,თუ როგორ გაუმკლავდნენ ნაბახუსევს, ეს შეიძლება იყოს გრეიფრუტის ნაყინი და სხვა და სხვა ტრადიციული წვნიანები.
წვნიანი ნაბახუსევისთვის |
ნაყინი ნაბახუსევისთვის |
კორეაში სმის კულტურა ძველი დროიდან იღებს სათავეს.
რამდენიმე ასეული წლის წინ, კორეული ალკოჰოლის გამოგონების შემდეგ, კორეელებს ჰქონდათ ჩვევა მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღნიშვნისას ალკოჰოლის მიღების. იმ დროს და დღესაც, ეს ხდებოდა წინაპრებისადმი პატივისცემის გამოსახატავად ,რიტუალის დროს. დალევის მიზეზი საკმაოდ განსხვავებული იყო მაშინ, ვიდრე ახლა, მაგრამ ალკოჰოლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კორეელებისთვის.
Comments
Post a Comment