Posts

Showing posts from October, 2022

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

Image
კიმჩის შექმნის მიზეზები  3000ზე მეტი წლის წინათ,იმ ქვეყნებში სადაც ძირითადი საკვები იყო ბრინჯი,მასთან ერთად მისართმევად,ხალხი ამარილებდა ბოსტნეულს და ასე მიირთმევდა მას ,ეს განაპირობა ზამთრისთვის მარაგის აუცილებლობამ,როგორც მოგეხსენებათ ცივ სეზონზე ბოსტნეული თითქმის არ მოიპოვებოდა ,შესაბამისად ზამთრამდე აღებულ მოსავალს ესაჭიროებოდა სპეციალური მეთოდით შენახვა ,რომ არ გაფუჭებულიყო. ბოსტნეულის შენახვის კიდევ ერთი წესი დამარილებასთან ერთად იყო მისი მზეზე გამოშრობა ,თუმცა ასე გამომშრალი ბოსტნეულის უმრავლესობა კარგავდა თავის გემოვნურ თვისებებს (მოგეხსენებათ წიწაკა ახლაც ამ მეთოდით შრება და ინახება )ამის გამო კორეელმა ხალხმა შექმნა კიმჩი , რომლის დასამზადებლადაც გამოიყენა ფერმენტაციის(ბუნებრივი დუღილის,დამწნილების ) პროცესი და ეს მეთოდი გადაეცემა, დიდი ერთგულებით, წინაპრებიდან შთამომავლობას.  გიმჩის გემოვნური თვისებები  კიმჩი არის ხრაშუნა,ცხარე,მოტკბო და მომჟავო საჭმელი.(თუმცა კიმჩის არაერთი რეცეპტი არსებობს ,ამზადებენ ძალიან ცხარეს, ნაკლებად ცხარეს და ზოგჯერ საერთოდ სიცხარის გარეშეც კი,რომე

რა არის ჰანბოკი?

Image
რა არის ჰანბოკი? ჰანბოკი გახლავთ ტრადიციული კორეული სამოსი. შესაძლოა იგი თქვენ საყვარელ კორეულ დრამებში, ან K-Pop ვარსკვლავზე შეგიმჩნევიათ და დამეთანხმებით იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის ტრადიციული სამოსია. თანამედროვე კორეელები ჰანბოკით იმოსებიან დიდ დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე და ქორწილებში, მაგრამ თავად ბევრმა კორეელმაც არ იცის ტრადიციული ჰანბოკის ღრმა ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. მოდით დაწვრილებით ვისაუბროთ ამ მშვენიერი სამოსის შესახებ.   ჰანბოკის შექმნა  ითვლება, რომ ჰანბოკი შექმნილია გოგურიოს(고구려) სამეფოს დროს (ძვ. წ. 37-ახ. წ. 668 წ.) და მას ყველა ატარებდა ,სხვადასხვა დიზაინითა და მასალით შექმნილს. იგი თავდაპირველად შეიქმნა, რათა მის მფლობელებს შესძლებოდათ თავისუფლად და კომფორტულად მოძრაობა.  ჰანბოკის მთლიანი სტრუქტურა შედგება ჯოგორისა 저고리 (ზედა მოსაცმელი) და ჩიმასგან 치마 (ქვედაბოლო) - ქალებისთვის, ხოლო ჯეოგორი და ბაჯი 바지 (შარვალი) - მამაკაცებისთვის. მომდგარი ზედა და ფართო ქვედა ნაწილი ქმნიან ზარის ფორმას - ჰანბოკის ეს უნიკალურ

კორეის სახელმწიფოს დაარსების დღე (3 ოქტომბერი)

Image
როგორც სახელწოდებიდანვე ვიგებთ, ეს ეროვნული დღესასწაული უკავშირდება კორეის დაარსებას. დაარსების ეროვნული დღე არის დღე, რომელიც გულისხმობს კორეის ისტორიის დაწყებას, დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს დაარსებას.  ამ დღეს კორეულად 개천절 (გეჩონჯოლ) -ს უწოდებენ და აღნიშნავენ ყოველი წლის 3 ოქტომბერს . დღესასწაული თავდაპირველად იყო მთვარის კალენდრის მეათე თვის მესამე დღეს და შესაბამისად ყოველწლიურად სხვადასხვა თარიღით აღინიშნებოდა (ისევე, როგორც ჩუსოკი).   1949 წლის შემდეგ მთავრობამ ეს დღე ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულად აქცია და ახლა ,უცვლელად, ყოველთვის 3 ოქტომბერს აღინიშნება. უცხოელები ხშირად ურევენ კორეის დაარსების ეროვნულ დღეს კორეის განთავისუფლების დღეში (광복절) . ამიტომ ჩვენ კარგად განვმარტოთ:  კორეის განთავისუფლების დღე აგვისტოშია და აღნიშნავს კორეის განთავისუფლებას იაპონიის კოლონიური მმართველობისგან და კორეის თანამედროვე რესპუბლიკის შექმნას.   ეროვნული დაარსების დღე კი არის კორეის ისტორიის დასაწყისი , ეროვნული დღესასწაული რომელიც აღნიშნავს დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს ჩ