რა არის ჰანბოკი?

კორეული ტრადიციული სამოსი

რა არის ჰანბოკი?

ჰანბოკი გახლავთ ტრადიციული კორეული სამოსი. შესაძლოა იგი თქვენ საყვარელ კორეულ დრამებში, ან K-Pop ვარსკვლავზე შეგიმჩნევიათ და დამეთანხმებით იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის ტრადიციული სამოსია. თანამედროვე კორეელები ჰანბოკით იმოსებიან დიდ დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე და ქორწილებში, მაგრამ თავად ბევრმა კორეელმაც არ იცის ტრადიციული ჰანბოკის ღრმა ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. მოდით დაწვრილებით ვისაუბროთ ამ მშვენიერი სამოსის შესახებ.


 
ჰანბოკები დინასტიების მიხედვით

ჰანბოკის შექმნა 

ითვლება, რომ ჰანბოკი შექმნილია გოგურიოს(고구려) სამეფოს დროს (ძვ. წ. 37-ახ. წ. 668 წ.) და მას ყველა ატარებდა ,სხვადასხვა დიზაინითა და მასალით შექმნილს. იგი თავდაპირველად შეიქმნა, რათა მის მფლობელებს შესძლებოდათ თავისუფლად და კომფორტულად მოძრაობა. 


ჰანბოკის მთლიანი სტრუქტურა შედგება ჯოგორისა 저고리 (ზედა მოსაცმელი) და ჩიმასგან 치마 (ქვედაბოლო) - ქალებისთვის, ხოლო ჯეოგორი და ბაჯი 바지 (შარვალი) - მამაკაცებისთვის. მომდგარი ზედა და ფართო ქვედა ნაწილი ქმნიან ზარის ფორმას - ჰანბოკის ეს უნიკალური თვისება განასხვავებს მას სხვა ტრადიციული სამოსისაგან.


 
ქალის და მამაკაცის ჰანბოკები

ნაქარგები და გამოყენებული ფერები წარმოადგენდა ჰანბოკის საზეიმო ბუნებას და სოციალურ სტატუსს. (კორეის სამეფო ოჯახის წევრები ატარებდნენ ჩვეულებრივი ხალხისაგან განსხვავებულ ჰანბოკს) კლასიკური კორეული სტილი გამოსახულია ჰანბოკზე ხაზების,კუთხეების ,თუ რკალების უმშვენიერესი კომბინაციით, რაც ჩანს სამოსის ბერეზე배래(მკლავის ქვედა, მორკალული მხარე) ისევე როგორც დონგჯონგიზე동정(სარტყელი საყელოსთან, სუფთა კუთხით)


 
ჯოგორი
ჰანბოკი მზადდება და მზადდებოდა სხვადასხვა მასალისგან თავისი 1600 წელზე უფრო გრძელი ისტორიის განმავლობაში. თანამედროვე დიზაინერები აგრძელებენ სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა სახის ქსოვილით ,თავიანთი შემოქმედებითი იდეებით, ახალი სიცოცხლე შესძინონ ჰანბოკს .(რასაც მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც)

თანამედროვე ჰანბოკი


ჰანბოკი სოციალური ფენების მიხედვით

ისტორიას თუ დავუბრუნდებით, ტრადიციულად, ჰანბოკის მასალა წარმოადგენდა მისი მფლობელის სოციალურ ფენას,თუ კონკრეტულად რა ადგილი ეკავა მას ე.წ. სოციალურ იერარქიაში. 


სამეფო ოჯახის წევრები ბუნებრივია ატარებდნენ ჰანბოკს, რომელიც დამზადებული იყო საუკეთესო მასალებით, როგორიცაა ატლასი და აბრეშუმი,რაც გამოხატავდა მათ ძალასა და ავტორიტეტს. იგივე ეხებოდათ თავადაზნაურებს და მაღალი თანამდებობის პირებს.
სასახლის ჰანბოკი


მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი ხალხი ატარებდა ჰანბოკს, რომელიც წარმოებული იყო კანაფის და ბამბის გამოყენებით ,საუკეთესო შემთხვევაში, რაც მათ თავმდაბალობას და უბრალოებას სძენდა.

 
დაბალი სოციალური ფენის ჰანბოკი
დაბალი სოციალური ფენის ჰანბოკი
აქვე მნიშვნელოვანია ვახსენოთ ფერებიც, სამეფო ოჯახის წევრები ან თავადაზნაურები ატარებდნენ ჰანბოკს, რომელიც, როგორც წესი, შეღებილი იყო ნათელი,კაშკაშა, ფერებით, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანები ატარებდნენ ჰანბოკს, რომელიც იყო ღია და ჩრდილის ფერებში, რაც უკავშირდება მოკრძალებული ჰანბოკის დასამზადებლად გამოყენებულ მასალებს. 


 აღსანიშნავია ასევე ჰანბოკზე გამოსახული ნაქარგები ,რომლებიც როგორც წესი მფლობელის სურვილებს გამოხატავდა . მაგალითად, საქორწილო ჰანბოკზე შეიძლება გამოსახული იყოს პეონი(ყვავილის სახეობა)რომელიც პატივისა და სიმდიდრის სიმბოლოა ან ბროწეული რაც ნაყოფიერებისთვისაა. ინოვაციური ემბლემები, მაგალითად, ფენიქსები, დრაკონები, წეროები და ვეფხვები კი ჩნდება როგორც სამეფო ოჯახის, ასევე მაღალი თანამდებობის პირების ჰანბოკებზე.

 
სასახლის ჰანბოკი
საქორწინო ჰანბოკი


ჰანბოკი ზოგჯერ შეიძლება ბრტყელად გამოიყურებოდეს, თუმცა, როდესაც ის კარგად და სწორად არის გამოყენებული იღებს განზომილებას,რაც მის ფლობელს სილამაზეს მატებს, რადგან ფართო და მოცულობითი ქვედაკაბა ფარავს ქვედა ტანის მოძრაობებს - იმდენად, რომ ის, ვინც მას ატარებს, შეიძლება ისე ჩანდეს თითქოს ჰაერზე დაცურავს.

 
თანამედროვე ჰანბოკი


კორეული ტრადიციული ფეხსაცმლის ნაირსახეობა 

რაც შეეხება ფეხსაცმელს,არსებობდა ფეხსაცმლის ფართო არჩევანი, რომელიც უხდება ჰანბოკს. ქალბატონებისთვის კოთშინი 꽃신(აბრეშუმის ფეხსაცმელი ყვავილებიანი ქსოვილით), უნჰიე 운혜 (დაბალი აბრეშუმის ფეხსაცმელი, რომელიც მორთულია ღრუბლისებრი აბრეშუმის ნაჭრებით) და დაბალი ტყავის ფეხსაცმელი გრაგნილის დიზაინით. 



მეორეს მხრივ, მამაკაცებს, როგორც წესი, ეცვათ ჰგჰე 흑혜(ტყავის ფეხსაცმელი) და თესაჰიე-ს 태사혜 (ცხოველის ტყავის ფეხსაცმელი აბრეშუმით გაფორმებული). უბრალო მოსახლეობა სქესს ნაკლებად აქცევდა ყურადღებას - ეცვათ ჯიბშინი짚신 ანუ ჩალის ფეხსაცმელი. ფეხების დასაცავად ასევე ეცვათ თეთრი წინდები, რომლებიც ცნობილია როგორც ბოსონი 버선.


ტრადიციული კორეული ფეხსაცმელი
ტრადიციული კორეული ფეხსაცმელი
ტრადიციული კორეული ფეხსაცმელი

კორეული ტრადიციული აქსესუარები


მხოლოდ ჰანბოკიც ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებსაც თავიანთი გარეგნობისა და ჩაცმულობის გაუმჯობესება სურდათ ნამდვილად ჰქონდათ ულამზესი აქსესუარები რომლის არჩევაც შეეძლოთ. ეს აერთიანებს ნორიგეს 노리개, ორნამენტულ აქესუარს რომელიც მიმაგრებულია გორმზე고름 (მოსაცმელის შესაკვრელ ლენტაზე) ან კიდევ ქვედაბოლოზე .ასევე დენგგი 댕기 სქელი ლენტი რომლსაც ქალბატონები იმაგრებენ დაწნილი თმის ბოლოში და ბინიო빈여, თმის სარჭი, რომელიც დამზადებულია ხის, ნეფრიტის, ოქროს ან რაიმე არსების ძვლების გამოყენებით.
დენგგი
ნორიგე
ბინიო

ჰანბოკი - ზოგადი მიმოხილვა 


დროთა განმავლობაში ჰანბოკის დიზაინი ნელ-ნელა გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა, უფრო და უფრო იხვეწებოდა ,მოაღწია დღემდე და როგორც უკვე ვახსენეთ არ კარგავს აქტუალურობას სხვა და სხვა ღონისძიებებზე .იგი წარმოადგენს კორეელი ხალხის ესთეტიკას. ბოლო დროს განსაკურებულად დიდია უცხოელების დაინტერესება,ისინი იმოსებიან და უამრავ ფოტოს იღებენ ჰანბოკში გამოწყობილნი ,ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან შეიყვარეს ჰანბოკი და თავიანთ მოდაშიც კი შეიტანეს ის .


 მეც მქონდა შესაძლებლობა მცმოდა ეს ულამაზესი სამოსი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ , თუმცა ვთვლი სიმართლე უნდა ითქვას და უცხოელებზე დიდად ვერ აღვიქვამ მის სალამაზეს და ესთეტიკას, ვთქვლი ჰანბოკი მაშინ არის დახვეწილი და მშვენიერი, როცა იგი კორეელს აცვია.

Comments

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)