კორეული დამწერლობის ძირითადი მახასიათებლები.
კორეულ ანბანში სულ 40 ასო გვაქვს,19 თანხმოვანი და 21 ხმოვანი(თავდაპირველად ამან ძალიან გამაოცა, იმ ენებს შორის რაც კი აქამდე მისწავლია თანხმოვნების რაოდენობა ყოველთვის აჭარბებდა ხმოვნების რაოდენობას.) კორეულში გვაქვს 10 ძირითადი და 11 შერწყმული ხმოვანი(ორი ხმოვნის გაერთიანებით)ყველა მათგანი შექმნილია სამი კომპონენტის კომბინაციით,რომელთაც კოსმოსური წარმოშობა აქვთ.
ესენი არიან :
- წერტილი (.) – წარმოადგენს ცას ,სამოთხეს
- ჰორიზონტალური ხაზი (—) – დედამიწას
- ვერტიკალური ხაზი ( | ) – ადამიანს .
- ადამიანი ( | ) + სამოთხე (.) = ㅏ ( ხმოვანი - ა) .
- სამოთხე (.) + დედამიწა (—) = ㅗ (ხმოვანი-ო) და ა.შ
- თახმოვნები რომლებსაც წარმოვთქვამთ ენის უკანა ნაწილით(სასასთან ახლოს)ㄱ-გ , ㅋ-ქ , ㄲ -კ .
- რომლებსაც წარმოვთქვამთ ენის წინა ნაწილით (წვეროთი)ㄴ-ნ , ㄷ-დ, ㅌ-თ, ㄸ- ტ, ㄹ- ლ .
- რომლებსაც წარმოვთქვამთ ტუჩების მეშვეობით ㅁ- მ, ㅂ- ბ , ㅍ- ფ, ㅃ-პ.
- რომლებსაც წარმოვთქვამთ კბილებს შორის ㅅ-ს, ㅆ-სს , ㅈ-ჯ, ㅉ- ჭ ,ㅊ-ჩ .
- რომლებსაც წარმოვთქვამთ ყელში ㅎ-ჰ, ㅇ-ნგ . (რა თქმა უნდა ეს ასოები არ წარმოითქმიან ზუსტად ქართულის იდენტურად,თუმცა საკმაოდ მიახლოებული ბგერები არიან ).
თუ სიტყვა ფონეტიკურად იწყება ხმოვანით, მას გრაფიკულად წინ უძღვის მუნჯი თანხმოვანი (ㅇ), რადგან ის უნდა იწყებოდეს აუცილებლად თანხმოვანით. უფრო მეტიც, ბოლო ორი თანხმოვანი არ მიჰყვება პირველ ორ ასოს იმავე ხაზის გასწვრივ, არამედ განლაგებულია მათ ქვემოთ და ატარებს სახელს 받침 (ბათჩიმ).
ამის მაგალითი ამ სიტყვაშიც შეგვიძლია დავინახოთ[받침]: ㄷ და ㅁ არიან ბოლო თანხმოვნები იმ ორი მარცვლისა, რომლებსაც ისინი ქმნიან და განლაგებულნი არიან პირველი ორი ასოს (თანხმოვანი + ხმოვანი) ქვემოთ.
Comments
Post a Comment