ჰანოკი 한옥 (ტრადიციული კორეული სახლი)

კორეულ სახლს,ჰანოკს(한옥),შემოაქვს სამყაროს ბუნებრიობა შიგნით და მასში მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად ითანაცხოვრონ ბუნების სიმარტივესთან,სილამაზესთან ერთად.

ჰანოკი (კორეული სახლი)




ჰანოკი გამოვლინებაა კორეის არქიტექტურული პრაქტიკის და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც უზარმაზარი 99 ოთახიანი ,კრამიტით გადახურული სახლი ასევე პატარა,სამ ოთახიანი,ჩალით ანდაც მუხის ქერქით გადახურული ტალახის ქოხი ითვლებს ჰანოკად, მიუხედავად სახლის ზომისა თუ სტრუქტურისა .ამას კი განაპირობებს ის,რომ ყველა მათგანი აღჭურვილია ონდოლ-ით(온돌) და მარუ-თი(마루).


 
ჰანოკი (კორეული სახლი)


ონდოლი (온돌)
გახლავთ, უნიკალური ,გათბობის იატაკქვეშა სისტემა ,იგი იყენებს ერთგვარი „დაწოლილი ცეცხლი“-ს მეთოდს,იგი არ იწვის სახლში, იატაკქვეშ თავსდება ბრტყელი ქვების ფენა ,ამ ფენის ქვეშ კი გარკვეული სიცარიელეა სადაც თბილმა ჰერმა უნდა იმოძრაოს და გახურების დროს სითბო გაავრცელოს სახლის თითოეულ ოთახში .( დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში) 



სისტემა თავისი ცხელი კვამლით უზრუნველყოფდა არა მხოლოდ სახლის გათბობას,არამედ ვირთხებისა და მწერების თავიდან მოშორებას ,ასევე ჭიანჭველებისგან, რომლებიც სახლის ხის სტრუქტურისთვის ზიანის მომტანია,მოკლედ რომ ვთქვათ იგი სახლს მავნებლებისაგანაც იცავდა.




 




უფრო მეტიც ,იატაკის გახურებით კორეელებს ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელიც მიენიჭათ,როგორც თერმოდინამიკის წესი გვკარნახობს,ოთახის შიგნით ჰაერი ბუნებრივად ცირკულირდება,როცა ცხელი იატაკით გახურებული ჰაერი ზევით მიემართება,ხოლო ცივი ჰაერი ქვევით. 


მოგეხსენებათ კორეელებს იატაკზე ეძინათ,გახურებული იატაკის სიცხემ კი გაზარდა სისხლის მიმოქცევა ფეხებსა და ზურგში.ზოგიერთი ამტკიცებს,რომ ონდოლის სისტემას აქვს იგივე ჯანმრთელობის სარგებელი რაც ფინურ საუნას ან იაპონურ ცხელ წყლებს და ეხმარება ადამიანებს ცივი ზამთრის გადატანაში.

ონდოლი (კორეული ტრადიციული გათბობის სისტემა)



მარუ(마루) კი გახლავთ ოთახებს შორის ან ოთახების წინ სივცე რომელიც ფიცრებითაა დამზადებული და დაშორებულია იატაკისგან, ის იცავს სახლს ნესტისა და ტენიანობისგან,ხელს უწყობს ვენტილაციას და ცხელ ზაფხულში სათანადო ტემპერატურის შენარჩუნებას. ამიტომაც ზაფხულში კორეელები დიდ დროს სწორედ მარუზე ატარებენ ,ხოლო ზამთარში ონდოლით გამთბარ ოთახებში რჩებიან.


მარუ(마루)

რეალურად ხე,რომლითაც შექმნილია მარუ და ცეცხლი რომელიც ონდოლის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი, ერთმანეთისთვის შეუთავსებლები არიან, რადგანაც ხე დაუცველია ხანძრის მიმართ,მსოფლიოში არც ერთი არქიტექტორი არ ათავსებს ამ ორ ელემენტს ერთმანეთთან.



თუმცა კორეის ნახევარკუნძულზე ზამთარში ცივი და მშრალი ჰაერის ,ხოლო ზაფხულში ცხელი და ნოტიო ჰაერის ცირკულაციამ კორეელი ხალხი იძულებული გახადა შეემუშავებინათ მეთოდი ,რომელშიც გათბობა და გაგრილება ერთად იარსებებდა . მაშასადამე ჰანოკი უძველესი დროიდან შენდებოდა მარუსა და ონდოლის აღჭურვით,რაც უზრუნველყოფდა მის ადაბტირებას როგორც ზამთართან ასევე ზაფხულთან, შესაბამისად ჰანოკი დაფუძნებულია არა მხოლოდ არქიტექტურის არამედ მეცნიერების პრინციპებზე დაყრდნობით ,რაც მას უპრეცენდენტოს ხდის. 



 უმეტესი ქვეყნების ტრადიციული არქიტექტურა იყენებს მასალებს,როგორიცაა :ხე,მიწა და ქვა,რადგანაც ისინი ადვილად გვხვდება მიმდებარე,ბუნებრივ გარემოში. არც ჰანოკია გამონაკლისი ,მისი საყრდენებისათვის და მარუსთვის გამოიყენებოდა ხე , ქვები გამოიყენებოდა ონდოლის გამაცხელებელი სისტემისთვის, თიხას იყენებდნენ იატაკისა და კედლებისთვის.




ამ მასალებიდან ჰანოკი იყენებდა ყველაზე დიდი რაოდენობით თიხას არა მხოლოდ კედლებისთვის ადამედ სახურავისთვისაც, რაც ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია სახლის მარტივად გათბობისა და გაგრილებისთვის.


 
ჰანოკი


ჰანოკის კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელია ჰანჯის 한지 (ტრადიციული კორეული ქაღალდი,რომელიც მზადდება თუთის ხის ქერქისგან)გამოყენება, სახლის შიგნით ყველა ბრტყელ ზედაპირზე ,მათ შორის კედლებზე ,კარებზე,ჭერზე და იატაკზეც კი.


 ჰანჯი კარებზე და ფანჯრებზე გაკრული იყო მისი შესანიშნავი თბოიზოლაციის უნარის და გამჭვირვალობის გამო, ის არა მხოლოდ ათბობდა ოთახს,არამედ შიგნით უშვებდა მზის შუქს.ჰანჯის არ აქვს მინასავით დახურული სტრუქტურა,პირიქით, მას აქვს საჰაერო ხვრელები რომლებიც შესაძლებელს ხდის სახლის ვენტილაციას, კარების გაღების გარეშე.


 ჰანჯი ასევე არეგულირებს ტენიანობის დონეს ჰაერში,ჭარბი ტენის შთანთქმით და აორთქლებით,როდესაც ჰაერი მშრალია. ის იჭერს მტვრის ნაწილაკებს რომლებიც ჰაერში შეუმჩვნევლად დაცურავენ და უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდას.ყველა ამ მახასიათებლით ჰანოკი არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთაა ,არამედ ბუნების ყველა სიკეთე შემოაქვს სახლში,სინათლის,ჰაერის და ხმის სახითაც კი.


 
ჰანჯის 한지 (ტრადიციული კორეული ქაღალდი,რომელიც მზადდება თუთის ხის ქერქისგან)
ჰანჯის 한지 (ტრადიციული კორეული ქაღალდი,რომელიც მზადდება თუთის ხის ქერქისგან)



აღსანიშნავია, რომ კორეელები სახლის მიმართულებას, თუ საით უნდა აეშენებინათ იგი, განსაზღვრავდნენ გარემოსთან ჰარმონიაში,სახლის მიმდებარე თითოეული ელემენტი :ქარი ,ბალახი,მინდვრები და ცა შემოიტანეს სახლში,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჰანოკი იყო არა მხოლოდ სახლი არამედ ბუნებას,სახლსა და ადამიანს შორის ჰარმონიული კავშირის დამყარება.



 ჰანოკი არ ცდილობს თავისი ოსტატურობით გაგაოცოს, მისი დახვეწილი სილამაზე და მნიშვნელობის სიღრმე შეიძლება ნახო მის მიერ ბუნებისადმი პატივისცემით,მის ბუნებრივ ესთეტიკას არ გააჩნია რაიმე ხელოვნური ,მასში არის არსი რომელიც ცდილობს მიჰყვეს ბუნების წესრიგს და მიუახლოვდეს მას.


 
ჰანოკი

Comments

Popular posts from this blog

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში

რა უნდა ვიცოდეთ კორეული დამწერლობის შესახებ? (ისტორიულ ჭრილში)