ალკოჰოლის სმის კულტურა და ეტიკეტი, სამხრეთ კორეაში
თუ ოდესმე ყოფილხართ კორეაში, ანდაც უყურებთ კორეულ დრამებს ,ალბათ მარტივად შენიშნავდით, რამდენს სვამენ კორეელები. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ კორეელები უფრო მეტს სვამენ, ვიდრე აზიის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში! თქვენ ასევე შეამჩნევდით, რამდენად რთულია სასმელთან დაკავშირებული შეხვედრებისგან თავის დაღწევა. თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც შეხვდებით ახალ ადამიანს, ან თუნდაც ძველ მეგობარს, ვინმე სავარაუდოდ შემოგთავაზებთ სასმელს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის კორეული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ სოჯუ განსაკუთრებით მოსწონთ კორეელებს. თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, როგორ გაჩნდა და ჩამოყალიბდა კორეული სასმელის კულტურა ასე. თქვენ შეიძლება გაინტერესებთ ასევე ის წესები და ეტიკეტი რაც კორეელებთან ერთად ალკოჰოლის სმას ეხება და მომავალში გამოგადგებათ, მაგალითად, არასოდეს დატოვოთ ჭიქა ცარიელი. ამ პოსტით შევეცდები აგიხსნათ, რატომ არის კორეაში სასმელის კულტურა ისეთი,როგორიც არის^^. გავრცელებული კორეული ალკოჰოლი - სოჯუ კორეელები თვლიან, რომ სასმელი ეხმარება მათ სხვებთან დაახლოებაში. ერთ-