ჰანოკი 한옥 (ტრადიციული კორეული სახლი)
კორეულ სახლს, ჰანოკს(한옥) ,შემოაქვს სამყაროს ბუნებრიობა შიგნით და მასში მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად ითანაცხოვრონ ბუნების სიმარტივესთან,სილამაზესთან ერთად. ჰანოკი გამოვლინებაა კორეის არქიტექტურული პრაქტიკის და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც უზარმაზარი 99 ოთახიანი ,კრამიტით გადახურული სახლი ასევე პატარა,სამ ოთახიანი,ჩალით ანდაც მუხის ქერქით გადახურული ტალახის ქოხი ითვლებს ჰანოკად, მიუხედავად სახლის ზომისა თუ სტრუქტურისა .ამას კი განაპირობებს ის,რომ ყველა მათგანი აღჭურვილია ონდოლ-ით(온돌) და მარუ-თი(마루). ონდოლი (온돌) გახლავთ, უნიკალური ,გათბობის იატაკქვეშა სისტემა ,იგი იყენებს ერთგვარი „დაწოლილი ცეცხლი“ -ს მეთოდს,იგი არ იწვის სახლში, იატაკქვეშ თავსდება ბრტყელი ქვების ფენა ,ამ ფენის ქვეშ კი გარკვეული სიცარიელეა სადაც თბილმა ჰერმა უნდა იმოძრაოს და გახურების დროს სითბო გაავრცელოს სახლის თითოეულ ოთახში .( დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში) სისტემა თავისი ცხელი კვამლით უზრუნველყოფდა არა მხოლოდ სახლის გათბობას,არამედ ვირთხებისა და მწერების თავიდან მოშორებას ,ასევე ჭიანჭველ