Posts

რა არის კიმჩი? ცოტაოდენი ინფორმაცია და მომზადების წესი (რეცეპტი)

Image
კიმჩის შექმნის მიზეზები  3000ზე მეტი წლის წინათ,იმ ქვეყნებში სადაც ძირითადი საკვები იყო ბრინჯი,მასთან ერთად მისართმევად,ხალხი ამარილებდა ბოსტნეულს და ასე მიირთმევდა მას ,ეს განაპირობა ზამთრისთვის მარაგის აუცილებლობამ,როგორც მოგეხსენებათ ცივ სეზონზე ბოსტნეული თითქმის არ მოიპოვებოდა ,შესაბამისად ზამთრამდე აღებულ მოსავალს ესაჭიროებოდა სპეციალური მეთოდით შენახვა ,რომ არ გაფუჭებულიყო. ბოსტნეულის შენახვის კიდევ ერთი წესი დამარილებასთან ერთად იყო მისი მზეზე გამოშრობა ,თუმცა ასე გამომშრალი ბოსტნეულის უმრავლესობა კარგავდა თავის გემოვნურ თვისებებს (მოგეხსენებათ წიწაკა ახლაც ამ მეთოდით შრება და ინახება )ამის გამო კორეელმა ხალხმა შექმნა კიმჩი , რომლის დასამზადებლადაც გამოიყენა ფერმენტაციის(ბუნებრივი დუღილის,დამწნილების ) პროცესი და ეს მეთოდი გადაეცემა, დიდი ერთგულებით, წინაპრებიდან შთამომავლობას.  გიმჩის გემოვნური თვისებები  კიმჩი არის ხრაშუნა,ცხარე,მოტკბო და მომჟავო საჭმელი.(თუმცა კიმჩის არაერთი რეცეპტი არსებობს ,ამზადებენ ძალიან ცხარეს, ნაკლებად ცხარეს და ზოგჯერ საერთოდ სიცხარის გარეშეც კი,რომე

რა არის ჰანბოკი?

Image
რა არის ჰანბოკი? ჰანბოკი გახლავთ ტრადიციული კორეული სამოსი. შესაძლოა იგი თქვენ საყვარელ კორეულ დრამებში, ან K-Pop ვარსკვლავზე შეგიმჩნევიათ და დამეთანხმებით იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის ტრადიციული სამოსია. თანამედროვე კორეელები ჰანბოკით იმოსებიან დიდ დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე და ქორწილებში, მაგრამ თავად ბევრმა კორეელმაც არ იცის ტრადიციული ჰანბოკის ღრმა ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. მოდით დაწვრილებით ვისაუბროთ ამ მშვენიერი სამოსის შესახებ.   ჰანბოკის შექმნა  ითვლება, რომ ჰანბოკი შექმნილია გოგურიოს(고구려) სამეფოს დროს (ძვ. წ. 37-ახ. წ. 668 წ.) და მას ყველა ატარებდა ,სხვადასხვა დიზაინითა და მასალით შექმნილს. იგი თავდაპირველად შეიქმნა, რათა მის მფლობელებს შესძლებოდათ თავისუფლად და კომფორტულად მოძრაობა.  ჰანბოკის მთლიანი სტრუქტურა შედგება ჯოგორისა 저고리 (ზედა მოსაცმელი) და ჩიმასგან 치마 (ქვედაბოლო) - ქალებისთვის, ხოლო ჯეოგორი და ბაჯი 바지 (შარვალი) - მამაკაცებისთვის. მომდგარი ზედა და ფართო ქვედა ნაწილი ქმნიან ზარის ფორმას - ჰანბოკის ეს უნიკალურ

კორეის სახელმწიფოს დაარსების დღე (3 ოქტომბერი)

Image
როგორც სახელწოდებიდანვე ვიგებთ, ეს ეროვნული დღესასწაული უკავშირდება კორეის დაარსებას. დაარსების ეროვნული დღე არის დღე, რომელიც გულისხმობს კორეის ისტორიის დაწყებას, დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს დაარსებას.  ამ დღეს კორეულად 개천절 (გეჩონჯოლ) -ს უწოდებენ და აღნიშნავენ ყოველი წლის 3 ოქტომბერს . დღესასწაული თავდაპირველად იყო მთვარის კალენდრის მეათე თვის მესამე დღეს და შესაბამისად ყოველწლიურად სხვადასხვა თარიღით აღინიშნებოდა (ისევე, როგორც ჩუსოკი).   1949 წლის შემდეგ მთავრობამ ეს დღე ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულად აქცია და ახლა ,უცვლელად, ყოველთვის 3 ოქტომბერს აღინიშნება. უცხოელები ხშირად ურევენ კორეის დაარსების ეროვნულ დღეს კორეის განთავისუფლების დღეში (광복절) . ამიტომ ჩვენ კარგად განვმარტოთ:  კორეის განთავისუფლების დღე აგვისტოშია და აღნიშნავს კორეის განთავისუფლებას იაპონიის კოლონიური მმართველობისგან და კორეის თანამედროვე რესპუბლიკის შექმნას.   ეროვნული დაარსების დღე კი არის კორეის ისტორიის დასაწყისი , ეროვნული დღესასწაული რომელიც აღნიშნავს დანგუნის მიერ პირველი კორეის სამეფოს ჩ

ჰანოკი 한옥 (ტრადიციული კორეული სახლი)

Image
კორეულ სახლს, ჰანოკს(한옥) ,შემოაქვს სამყაროს ბუნებრიობა შიგნით და მასში მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად ითანაცხოვრონ ბუნების სიმარტივესთან,სილამაზესთან ერთად. ჰანოკი გამოვლინებაა კორეის არქიტექტურული პრაქტიკის და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც უზარმაზარი 99 ოთახიანი ,კრამიტით გადახურული სახლი ასევე პატარა,სამ ოთახიანი,ჩალით ანდაც მუხის ქერქით გადახურული ტალახის ქოხი ითვლებს ჰანოკად, მიუხედავად სახლის ზომისა თუ სტრუქტურისა .ამას კი განაპირობებს ის,რომ ყველა მათგანი აღჭურვილია ონდოლ-ით(온돌) და მარუ-თი(마루).   ონდოლი (온돌) გახლავთ, უნიკალური ,გათბობის იატაკქვეშა სისტემა ,იგი იყენებს ერთგვარი „დაწოლილი ცეცხლი“ -ს მეთოდს,იგი არ იწვის სახლში, იატაკქვეშ თავსდება ბრტყელი ქვების ფენა ,ამ ფენის ქვეშ კი გარკვეული სიცარიელეა სადაც თბილმა ჰერმა უნდა იმოძრაოს და გახურების დროს სითბო გაავრცელოს სახლის თითოეულ ოთახში .( დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში)  სისტემა თავისი ცხელი კვამლით უზრუნველყოფდა არა მხოლოდ სახლის გათბობას,არამედ ვირთხებისა და მწერების თავიდან მოშორებას ,ასევე ჭიანჭველ

სამხრეთ კორეის დროშა, მისი ისტორია და სიმბოლური დატვირთვა

Image
ალბათ ყველას გაქვთ ნანახი სამხრეთ კორეის დროშა და ბევრმა თვქენგანმა შეიძლება მისი მნიშვნელობაც იცოდეთ თუმცა ,რადგანაც მე ძალიან მომწონს და ვაფასებ მის მნიშვნელობას,საჭიროდ ჩავთვალე ერთი პოსტი სწორედ ამ თემისთვის მიმეძღვნა.  სამხრეთ კორეის დროშას ეწონება „თეგუგგი“ (태극기 ), „თეგუგ „ (태극) არის თავად ცენტრში მოთავსებული სიმბოლო,ლურჯ და წითელ ფერებში,ხოლო გი (기 ) ნიშნავს დროშას,ამიტომაც სხვა ქვეყნის დროშების სახელწოდებებიც კორეულ ენაში ბოლოვდება „გი“-ზე (기 ).   პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მისი შექმნის ისტორია. 1870- იან წლებამდე კორეას არ გააჩნდა ეროვნული დროშა ,მისი აუცილებლობის საკითხი დადგა მხოლოდ 1876 წლის იაპონია-კორეის ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყებამდე . როდესაც იაპონიის იმპერიის დელეგატმა წარადგინა იაპონიის ეროვნული დროშა, ხოლო ჯოსონის დინასტიას არ ჰქონდა შესაბამისი დროშა ,რომ დაეკიდა. მომდევნო წლებში საგარეო მოლაპარაკებების ესკალაციამ კიდევ უფრო აუცილებელი გახადა ქვეყნის ეროვნული დროშის არსებობა. 1882 წლის 22 აგვისტოს კორეელმა პოლიტიკოსმა პარკ იონგ-ჰიომ ჯოსონის მთავრობას

კორეული დამწერლობის ძირითადი მახასიათებლები.

Image
წინა პოსტში მოკლედ ვისაუბრეთ კორეული ანბანის ისტორიის შესახ, თუ როდის ,როგორ და რატომ შეიქმნა ის, რა წინააღმდეგობები შეხვდა მას და როგორ მოაღწია ჩვენამდე. დღეს კი უშუალოდ მის თავისებურებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.   კორეულ ანბანში სულ 40 ასო გვაქვს,19 თანხმოვანი და 21 ხმოვანი(თავდაპირველად ამან ძალიან გამაოცა, იმ ენებს შორის რაც კი აქამდე მისწავლია თანხმოვნების რაოდენობა ყოველთვის აჭარბებდა ხმოვნების რაოდენობას.) კორეულში გვაქვს 10 ძირითადი და 11 შერწყმული ხმოვანი(ორი ხმოვნის გაერთიანებით)ყველა მათგანი შექმნილია სამი კომპონენტის კომბინაციით,რომელთაც კოსმოსური წარმოშობა აქვთ. ესენი არიან :  წერტილი (.) – წარმოადგენს ცას ,სამოთხეს  ჰორიზონტალური ხაზი (—) – დედამიწას  ვერტიკალური ხაზი ( | ) – ადამიანს . აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, ეს არის სამი ძირითადი ელემენტი,რომლებიც ქმნიან კოსმოსს. ისინი გაერთიანდებიან და ქმნიან ხმოვანებს, რომლებსაც, შესაბამისად, ენიჭება ფილოსოფიური მნიშვნელობა. მაგალითისთვის:   ადამიანი ( | ) + სამოთხე (.) = ㅏ ( ხმოვანი - ა) .   სამოთხე (.) + დე